წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

ტერმინები „კომპანია”, „ჩვენ” გულისხმობს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციას, ხოლო ტერმინი „თქვენ”, „მომხმარებელი” გულისხმობს პირს, რომელიც იყენებს კომპანიის ვებ-გვერდს www.periohub.ge

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ კომპანიის ვებ-გვერდი.

ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და ეთანხმებით ითითებულ დანაწესებს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და ავტომატურად ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.

კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტომატოლოგიით

ანგარიშის გახსნა

ჩვენს პლატფორმაზე აქტივობისთვის დაგჭირდებათ ანგარიში (ექაუნტი), მათ შორის კურსის შესაძენად და მასზე წვდომისთვის. ანგარიშის შექმნისას, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ და გააგრძელოთ ზუსტი და სრული ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის ნამდვილი ელექტრონული ფოსტის მისამართი. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა თქვენს ანგარიშზე და ყველაფერზე რაც მოხდება თქვენს ანგარიშზე, მათ შორის ისეთ ზიანზე (ჩვენს ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ), რომელიც გამოწვეულია სხვის მიერ, ვინც თქვენი ნებართვის გარეშე იყენებდა თქვენს ანგარიშს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად თქვენს პაროლთან. თქვენ არ უნდა გადასცეთ თქვენი ანგარიში ან გამოიყენოთ სხვისი ანგარიში. თუ თქვენ დაგვიკავშირდებით ანგარიშზე წვდომის მოთხოვნით, ჩვენ არ მოგცემთ ასეთ წვდომას სანამ არ მოგვაწვდით ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება რათა დავადასტუროთ, რომ ხართ ანგარიშის მესაკუთრე. ანგარიშის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, ანგარიში დაიხურება

თქვენ არავის არ უნდა გაუზიაროთ თქვენი ანგარიში (ექაუნთი) და პაროლი. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რაც მოხდება თქვენს ანგარიშზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ თუ გაიგებთ, რომ ვინმე იყენებს თქვენს ანგარიშს თქვენი თანხმობის გარეშე (ან თუ ეჭვობთ ნებისმიერ სხვა უსაფრთხოების დარღვევას). ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენგან ინფორმაცია, რათა დავადასტუროთ, რომ ნამდვილად ხართ ანგარიშის მესაკუთრე.

ლექციების შეძენა და მუდმივი წვდომა

რეგისტრაციის გავლისა და ლექციების შეძენის შემდეგ, თქვენ ჩვენგან იღებთ ლიცენზიას, რომ გაეცნოთ ლექციების შინაარსს ჩვენი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ჩვენ ვართ ლიცენზიის გამცემი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციების შინაარსი თქვენ გადმოგეცემათ ლიცენზიით და არა ყიდვით. აღნიშნული ლიცენზია არ გაძლევთ უფლებას, რომ გაყიდოთ ლექციების შინაარსი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ანგარიშის (ექაუნთის) ინფორმაციის გაზიარებით ან ლექციების შინაარსის უკანონოდ გადმოწერით და შემდგომ გაზიარებით.

უფრო კონკრეტულად, ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ, არა-ექსკლუზიურ, არაგადაცემად ლიცენზიას, რომ გქონდეთ წვდომა და ნახოთ კურსი, რომლისთვისაც გადაიხადეთ ყველა საჭირო საფასური, მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნებისთვის კურსის მეშვეობით, წინამდებარე პირობების და ნებისმიერი სხვა პირობის ან შეზღუდვის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მომსახურებასთან.

ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება აკრძალულია.

თქვენ არ შეგიძლიათ კურსის შინაარსის რედისტრიბუცია, გადაცემა, გაყიდვა, გამჟღავნება, ჩვენება, გაქირავება, გაზიარება, შეცვლა, ადაპტაცია, ქველიცენზირება ან ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა.

ლექციების შინაარსი, არსებული ყველა მასალის ჩათვლით, წარმოადგენს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მატერიალურ და ინელექტუალუს საკუთრებას, რომლის ხელყოფისთვისაც დაგეკისრებათ სისხლის და სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”.

ჩვენ ზოგადად გაძლევთ მუდმივ წვდომას ლიცენზიაზე, როდესაც რეგისტრირდებით კურსზე. თუმცა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავაუქმოთ ნებისმიერი წვდომის ლიცენზია და კურსის შინაარსის გამოყენება ნებიმსიერ დროს, თუ ჩვენ გადავწყვეტთ ან ვიქნებით ვალდებული, რომ გავაუქმოთ წვდომა კურსის შინაარსზე სამართლებრივი ან პოლიტიკის მიზეზების გათვალისწინებით.

მომხმარებელი საკუთარ ანგარიშზე შესვლას შეძლებს ავტორიზაციის საშუალებით (ლოგინი და პაროლი).

ერთი მომხმარელი – ერთი ანგარიში, ანუ შეუძლებელი იქნება ერთდროულად ერთიდაიგივე ექაუნთიდან შესვლა სხვადასხვა მოწყობილობებიდან და სხვადასხვა IP მისამართით.