კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოიცავს ჩვენს მონაცემთა შეგროვების პრაქტიკას და აღწერს თქვენი პერსონალური მონაცემების მიღების, ჩასწორების, შეზღუდვისა და გამოყენების უფლებებს თუ მითითებას არ ვაკეთებთ სხვა პოლიტიკაზე ან სხვაგვარად არ აღვნიშნავთ, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება, როდესაც თქვენ სტუმრობთ და იყენებთ ჩვენს ვებგვერდს.
ზოგადი
1.1 ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლით, თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა Google Analytics.
1.2 თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა, მოთხოვნის მიღების შემდეგ ჩვენ ამოვიღებთ თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.
1.3 მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კომპანია უფლებამოსილია დააკვირდეს მომხმარებლის/ვიზიტორის ქცევას, რომელიც ხორციელდება ციფრულ არხებში. აღნიშნული დაკვირვება არ მოიცავს პერსონალური/კონფიდენციალური/კომერციული მონაცემების შეგროვებას ან სხვა ფორმით დამუშავებას. დაკვირვების პროცესის მიზანი არ არის იდენტიფიცირებული მომხმარებლის ქცევის გაანალიზება, არამედ ემსახურება ზოგადად მომხმარებლების აქტივობის შესწავლას.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
- დაცულია თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება;
- არ გამოვიყენება თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიის მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები; · ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის უსაფრთხოების ზომებს შენახული მონაცემების ტიპის მიხედვით. ინტერნეტის სისტემასთან დაკავშირებით, ყოველთვის არსებობს არაავტორიზებული წვდომის საფრთხე, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ თქვენი პაროლი და დაგვიკავშირდეთ თუ ეჭვობთ რაიმე სახის არაავტორიზებულ წვდომას თქვენს ანგარიშზე.
ინფორმაციის გამოყენება
- ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
- ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
- ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
- მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
Cookies
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
- IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა.
- ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
- ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
- ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.
კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვადა
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;
ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
კონტაქტი
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით: info@geoperio.ge.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები
დრო და დრო, ჩვენ შესაძლოა განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. იმ შემთხვევაში, თუ შევიტანთ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, ჩვენ აღნიშნულის თაობაზე შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებით. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
თუ თქვენ გააგრძელებთ მომსახურებით სარგებლობას ასეთი ცვლილების შემდგომ, მაშინ თქვენი წვდომა და გამოყენება ჩაითვლება გადახედილი კონფიდენციალურობის პოლიტიკას აქცეპტად. განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ცვლის და აუქმებს ყველა კონფიდენციალურობის პოლიტიკის წინა ვერსიას.